მარკო რუბიო: აზერბაიჯანი-სომხეთის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა ძალიან მალე გაფორმდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა ძალიან მალე გაფორმდეს.

როგორც Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ წერს, რუბიომ განაცხადა:

„იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.“

სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა ბაქოსა და ერევანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – პარლამენტში მოსვლის მოთხოვნით არც კომიტეტებს მიუმართავს თანამდებობის პირებისთვის და არც თანამდებობის პირებს მოუმართავთ კომიტეტებისთვის – ასეთი მოცემულობა გვაქვს