“მართლა ვერავის ვცნობ, საიდან იფიცებიან?” – როგორ გამოეხმაურა ნანკა კალატოზიშვილი სალომე გოგიაშვილის კომენტარს

“თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე, მაშინ იცნობ!” – ასე გამოეხმაურა მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სალომე გოგიაშვილის კომენტარს, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაფიცულ მსახიობებზე დაწერა რომ ვერავის ცნობს.

ცნობისთვის, კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო. ისისნი აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.