მამუკა ხაზარაძე: “ოცნების” ხელისუფლება საქართველოს დეკლარირებულ და კონსტიტუციით დადგენილ ინტერესებს ღალატობს! გააჩერეთ ეს კანონი!

“ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანებაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კი, საფუძველს აძლევს დაიწყონ მუშაობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.
ეს არის “ოცნების “რუსული პოლიტიკის” შედეგი. ეს არის პირდაპირი გზავნილი!
“რუსული კანონი” არღვევს საქართველოს მიერ ევროკონვენციით აღებულ ვალდებულებებს.
ამის შემდეგ სათქმელი აღარაფერი დარჩა, “ოცნების” ხელისუფლება საქართველოს დეკლარირებულ და კონსტიტუციით დადგენილ ინტერესებს ღალატობს!
გააჩერეთ ეს კანონი!” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “ლელოს” ლიდერი .