მამუკა გამყრელიძე: უნდა ვაღიაროთ, “ქოცნებას” ჰყავს გენიალური პოლიტტექნოლოგები. ორად-ორი გენერალური გზავნილი შეარჩიეს, რომლებიც …

“უნდა ვაღიაროთ, “ქოცნებას” ჰყავს გენიალური პოლიტტექნოლოგები.
ორად-ორი გენერალური გზავნილი შეარჩიეს, რომლებიც იდეალურად მოქმედებს, როგორც მათ ასევე ოპოზიციურ ამომრჩეველზეც.
1. საგარეო პოლიტიკაში – “აბა, ომი გინდათ ?”
2. საშინაო პოლიტიკაში – “ოპოზიცია ყველა ნაცები არიან !”
ომი არავის უნდა. თანაც ეშინია, როგორც ქოცს, ისე სხვა ყველას.
მეორე მესიჯი არანაკლებ ვერაგია, რადგან აწყობს როგორც ქოცებს, ასევე მათ წინასაარჩევნო სიტუაციურ პარტნიორს, ნაცმოს. თუ გაბედე და გააკრიტიკე ხელისუფლება ეგრევე “ნაცის” იარლიყს აირტყამ. გამოდის, რომ გთავაზობენ, ან უნდა შუერთდე ნაცმოს და საბოლოოდ დათანხმდე, რომ “ნაცი” ხარ ან ყველა ჩაირეცხება და პარლამენტში .მხოლოდ ორი პარტია გავა.
ვერც გაამტყუნებ, რადგან ოპოზიციას ჰქონდა შანსი შეეცვალა საარჩევნო კანონმდებლობა 2020-მდე, როცა ხალხის მღელვარებამ ამის შსაძლებლობა გააჩინა, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა 2024-ში სრულად პროპორციულ საარჩევნო კანონს 5%-იანი ბარიერით და ბლოკების გარეშე. მაშინ, ეს დიად გამარჯვებად შემოგვასაღეს “დანარჩენ” ოპოზიციას. რეალურად კი, ასეთი კანონით ოპოზიცია ვერასდროს მოუგებს ხელისუფლებას. ქოცების პოლიტტექნოლოგების მიზანიც ეს იყო,” – წერს სოციალურ ქსელში  „ევროპული დემოკრატების“ გენერალური მდივანი, .

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმება სტიმულია, რათა მოხდეს მეტი ჩინური ავიაკომპანიის მოზიდვა და საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იყოს მეტი ფრენა ჩინეთის სხვადასხვა აეროპორტიდან