მაკრონი უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას არ გამორიცხავს

ს მხარდამჭერ სამიტზე, რომელსაც ევროპელი ლიდერები ესწრებოდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ში დასავლელი სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა.
“დღეს არ არსებობს შეთანხმება უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ… არაფერია გამორიცხული.” – თქვა მაკრონმა.
“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ომს ვერ მოიგებს.” – დაამატა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის თქმით, რუსეთის დამარცხება ევროპის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
მაკრონმა დაადასტურა, რომ უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას “ძალიან თავისუფლად და პირდაპირ” განიხილავენ. ამის შესახებ ცნობა პირველად ს პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ გაავრცელა.
ამას გარდა, მაკრონმა თქვა, რომ ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გადასცემენ საშუალო და შორი მანძილის რაკეეტებს სიღრმისეული იერიშებისთვის, ასევე საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის საშუალებებსაც.
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა SCALP/Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები, თუმცა გერმანიის კანცლერი, ჯერ კიდევ ამბობს, რომ მისი მთავრობა უარს ამბობს კიევისთვის შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების გადაცემაზე.