37 წლის არგენტინელმა კატალონიური გრანდი 2021 წელს, გუნდში გატარებული 21 წლის შემდეგ დატოვა.
“ძალიან მენატრებით. იმედი მაქვს, მალე ერთმანეთს ისევ შევხვდებით და თქვენ ისევ იამაყებთ იმ ფაქტით, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბის ნაწილი ვართ,” – თქვა ლეომ.
29 ნოემბერს “ბარსელონას” 125 წელი შეუსრულდა. მესის ინტერვიუც ამ თარიღთან იყო დაკავშირებული.