ლიკა ბასილაია–შავგულიძემ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა, ლიკა ბასილაია–შავგულიძემ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

მან იზოლატორის დატოვების შემდეგ რეჟიმს მადლობა გადაუხადა, რადგან პატიმრობაში პატრიოტი და თავდადებული ახალგაზრდები გაიცნო.

ძალიან მადლობელი ვარ ამ რეჟიმის, იმის, რომ თავისდა უნებურად მაგარი საქმე გააკეთა. ჩვენ იქ ყველამ გავიცანით ერთმანეთი ახალგაზრდა თაობა და ძველგაზრდებმა, ვიპოვეთ ერთმანეთი. 

უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ამ ქვეყანას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი და კიდევ უფრო 100%-ით, არ დაუთმობს რუსეთს, ეგ არის გამორიცხული. 

ისეთი ბავშვები გავიცანი, ისეთი მებრძოლი გოგოები, იდეალისტები, პატრიოტები, თავდადებულები, რომელსაც არაფერი არ შეაშინებს. მათ არაფერი არ შეაშინებს,” – განაცხადა ლიკა ბასილაია–შავგულიძემ. 

ლიკა ბასილაია–შავგულიძე 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დააკავეს.

ის სასამართლომ ხულიგნობასა და პოლიციის შეურაცხყოფაში დამნაშავედ ცნო და 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.