ლიდერების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე „გაზი გაუშვეს“

რუსთაველის გამზირზე, სადაც ოპოზიციური ჯგუფების ლიდერები არიან შეკრებილი, გაზი გაუშვეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერებმა სცენიდან განაცხადეს.
„გაზი გამოუშვა ვიღაცამ აქ, ზემოთ, საშინელი გაზის სუნია, მხუთავი გაზის,” – თქვა ლაშა ბაქრაძემ.
„გაზი რომ არაფერია ჩვენთვის, ამათმა კი იციან, ასე რომ, წინ გამარჯვებისკენ“, – თავის მხრივ მიმართა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება