ლელა ჯეჯელავა: გაბედოს და ამ ხელისუფლებამ თქვას, რომ ფაშინიანი არალეგიტიმურია

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

ვერ გავიგე რატომ ავრცელებს კრიტიკული მედია რუსული რეჟიმის ნარატივს, რომ მშვიდობიანი დამხობა არის ოქსიმორონი. მაშინ თვითონ თქვან, რა ჰქვია არალეგიტიმური ხელისუფლების იძულებას ს გარეშე დატოვოს ძალაუფლება? ის რაც მოხდა 2018 წელს მეზობელ სომხეთში. სხვა მაგალითები შეგნებულად არ მომაქვს. მათ შორის 2003 წლის. გაბედოს და ამ ხელისუფლებამ თქვას, რომ ფაშინიანი არალეგიტიმურია. რევოლუცია არის პროცესი, დამხობა შედეგი. კრიტიკული მედია, ხალხისკენ ხართ, თუ რეჟიმისკენ?🤔