,, ამდენი დამთხვევის მე არ მჯერა, სიფრთხილეს თავი არ ტკივა” – ლევან სანიკიძე

,,ნაცმოძრაიბის” წევრი, ლევან სანიკიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ წერდა, რომ მის სახლთან პოლიცია და სუს-ი იყო მობილიზებული, ინფორმაციას ანახლებს:
,,00:15 წუთზე მოვედი სახლში.
ზოგადად, ყურადღებას არ ვაქცევ თვალთვალს და ჩემს სახლთან მუდმივად ოპერატიული მანქანის დგომას, მაგრამ დღეს სხვა შემთხვევა იყო.
სახლში მარტო ვცხოვრობ. როგორც წესი მარტო ვბრუნდები, მაგრამ დღეს დედაჩემთან ერთად მოვედი.
სახლთან შკოდა დაგვხდა, ორი ოპერმუშაკით, რომლებიც უკიდურესად გაკვირვებულები ჩანდნენ მარტო რომ არ მოვედი, შეიმჩნიეს რომ ჩვენ გველოდებოდნენ. როგორც კი სადარბაზოში შევედით, მაშინვე სწრაფი ტემპით დაიწყეს წერა. მანქანიდან ფაქტობრივად გადმოსულები გაჩერდნენ, დარჩნენ მანქანაში.
ზუსტად 5 წუთში კიდევ ორი მანქანა დაემატა, 15 წუთში აბაშიძისა და ბერძენიშვილის კუთხე მთლიანად გადაივსო. იდგნენ ჩემს სადარბაზოსთან, უღებდნენ ფოტოს ჩემი სადარბაზოს კარს. საათზე მეტი ეს ვითარება იყო.
ამასობაში, ჩემი ნათესავები, მეგობრები, ჟურნალისტები მოდიან. ივსება სახლიც და ეზოც, რაც პირდაპირ გეტყვით რომ საოცრად ემოციური იყო ჩემთვის.
საბოლოოდ, წავიდნენ და ამბავი მშვიდობით დამთავრდა. ამდენი დამთხვევის მე არ მჯერა, სიფრთხილეს თავი არ ტკივა.
ყველას უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, თქვენ არ იცით ეს რამდენს ნიშნავს ჩემთვის!“

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)