ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრებიც უერთდებიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ მოთხოვნას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც უერთდებიან. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი კილაძე საუბრობს. ამბობს, რომ ეს მოთხოვნა საკრებულოს 7 დეპუტატს აქვს:
10 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ახალი მენეჯმენტი. მათი მთავარი დაპირება ს პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ არ შესრულებულა. ქმედებასაც და მცდელობასაც ვერ ვხედავთ ამისას ჩვენ, რომ მომხდარიყო მასიური გამოსვლები, აქციები ს გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პარტიაში არის შექმნილი მძიმე სიტუაცია. ახალი მენეჯმენტი ცდილობს რაც შეიძლება გაარიდოს ის ადამიანები პარტიას, რომლებიც განსხვავებული აზრის არიან ახალ მენეჯმენტთან. დღეს გვაქვს მოცემულობა ასეთი – “ნაციონალური მოძრაობა” მისი ახალი მენეჯმენტით უნდა გადადგეს, რათა ამ პარტიას მიეცეს განვითარების და 2024 წელს ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება… ქუთაისის საკრებულოს 7 დეპუტატი უერთება ამ მოთხოვნას, – ამბობს კილაძე.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს დღეს გადადგომისკენ მოუწოდეს გიორგი მუმლაძემ, ასევე, სხვადახვა რეგიონებში, საკრებულოების ფრაქციის წევრებმა. მათ საპასუხოდ კი პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ “ენმ-ში თავმჯდომარის 2025 წლამდე არ ჩატარდება”.