ლევან ღამბაშიძე: სანქციებით ვერაფერს იზამენ მომავალში. სამუდამოდ პარტიაზე მომუშავე მონებად დარჩებიან

“ოცნება ოქტომბერში ახალი გუნდით წარსდგება.
დღეს ვინც პარლამენტშია და ამ სიაში ვეღარ მოხვდება, ბევრი სფერო არ დარჩება სამოღვაწეოდ. როგორც წესი ან ენჯეოებში მიდიან ხოლმე, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში ან ბიზნესში. (შეიძლება ვიღაც ლექციებსაც კითხულობს, მაგრამ არ მგონია ეს იყოს მათი ძირითადი შემოსავალი.)
სანქციებით ვერაფერს იზამენ მომავალში. სამუდამოდ პარტიაზე მომუშავე მონებად დარჩებიან.
ქვეყანას ყიდი ყიდი. ამას ხომ საკუთარი კეთილდღეობისთვის აკეთებ? ხოდა არც ეგ კეთილდღეობა არ იქნება. ტყუილად ყიდი. იუდასავით უნდა ეკიდო სადმე საკრებულოს ფოიეში.
ათი კაცია საჭირო რომელიც ამას გაიაზრებს. ათი,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .