ლევან ღამბაშიძე: მშობლის ტანჯვის ეკვივალენტი არ არსებობს ქვეყანაზე. ეს იმდენად წმინდა რამეა, რომ მისი დანახვაც გვზარავს

“იყო ასეთი რუსი პოეტი ანა ახმატოვა. ასეთი არა, ერთ-ერთი გამოჩენილი რუსი პოეტი.
კომუნისტებმა ორი ქმარი მოუკლეს და შვილი ათი წლით კოლონიაში გაუშვეს.
ახმატოვას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოემა არის რეკვიემი, სადაც აღწერილია “ხალხის მტრების” ცოლების და დედების ტანჯვა.
პოემის მეორე კუპლეტი ესაა:
“შესავლის ნაცვლად
ეჟოვშინის საშინელ წლებში, მე გავატარე
ჩვიდმეტი თვე ციხეების რიგებში ლენინგრადში.
ერთხელ ვიღაცამ “ამომიცნო”.
მაშინ ჩემს უკან მდგომი ქალი, გალურჯებული ტუჩებით,
რომელსაც, რა თქმა უნდა არასდროს სმენოდა ჩემი სახელი,
გამოფხიზლდა ჩვენთვის ყველასთვის დამახასიათებელი
გახევებისაგან და ყურში მკითხა
(იქ ჩვენ ყველანი ჩურჩულით ვლაპარაკობდით):
– და ამის აღწერასაც შეძლებთ? (— А это вы можете описать?)
და მე ვუთხარი:
– შევძლებ.
მაშინ რაღაც ღიმილის მსგავსმა გაიელვა იქ,
რაც ოდესღაც მისი სახე იყო.”
პოემა ძალიან მძიმეა. ძალიან. ყველას ვერა, მაგრამ ამ ფრაგმენტსაც გაჩვენებთ, ოღონდ ვერ ვთარგმნი:
Магдалина билась и рыдала,
Ученик любимый каменел,
А туда, где молча Мать стояла,
Так никто взглянуть и не посмел.
მშობლის გლოვა არის წმინდა ამბავი. ხელშეუხებელი ამბავი. მშობლის ტანჯვის ეკვივალენტი არ არსებობს ქვეყანაზე. ეს იმდენად წმინდა რამეა, რომ მისი დანახვაც გვზარავს. მასზე ფიქრიც გვზარავს.
ეს დღეებია ძალიან ბევრ ნატანჯ დედას ვუყურებთ. და არ არსებობს სიტყვა, რომლითაც მათი ნუგეში შეგვიძლია. ნუგეში კი არა, როგორც ახმატოვა ამბობს, მათი ეკრანზე დანახვაც კი მზერის გადატანას გვაიძულებს.
დღეს ანდრო ჭიჭინაძის დედა ვნახეთ კიდევ ერთხელ. და ეს ლექსი გამახსენდა. ეჟოვშინას გავდივართ აბა რა გვჭირს? სრულიად უდანაშაულო შვილი მოსტაცეს და 5 წლით მისგან განშორებით ემუქრებიან. რისი გულისთვის? ან ერთმა რა დააშავა, ან მეორემ, ან ოჯახის სხვა წევრებმა? და ამას ზემოდან რეჟიმის ლაქიების, ჯერ ვიღაც ტიტუშკას სიცილი სასამართლოში და მერე “მდინარაძის” კომენტარი ემატრება, ბერიას საუკეთესო ტრადიციაში: დედამ სხვა ინტერესი შვილზე უფრო მაღლა დააყენა…
როგორ? რანაირად? საიდან ეს არაადამიანობა? საიდან დედის ასეთი დაცინვის იმპულსი?
გულგრილობიდან მეგობრებო. ყველაფერი მაქედან იღებს სათავეს. და თუ თქვენ დღეს მორალური დეგრადაციის ამ უკიდურეს გამოვლინებასაც გაატარებთ, იცოდეთ, რომ ამის იქით მხოლოდ გულაგი და ხალხის დახვრეტაა.
ადამიანი, რომელსაც შეუძლია წმინდათა წმინდას ასე შეეხოს, ის ყველაფერზეა წამსვლელი. იცით თქვენ ეს.
რეკვიემის პირველი კუპლეტი კი ეს არის:
Нет, и не под чуждым небосводом,
И не под защитой чуждых крыл, —
Я была тогда с моим народом,
Там, где мой народ, к несчастью, был.
უზუსტესი სიტყვებია: საუბედუროდ იქ ვართ, სადაც ვართ. საუბედუროდ მოვედით ამ წერტილში. ეს უკვე ფაქტია.
დარწმუნებულები ხართ რომ ეჟოვშინის გზის ბოლომდე გავლა გსურთ? დარწმუნებულები ხართ, რომ ეს არ არის ის უკანასკნელი წერტილი, რომლის იქითაც უკან მობრუნება შეუძებელი იქნება?
დარწმუნებული ხართ, რომ ხვალ თქვენი დედა არ იდგება ციხის კარებთან თქვენთის მზერის მოკვრის იმედით?” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .
ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა

ასევე დაგაინტერესებთ