ლევან სანიკიძე: “ქართულ ოცნებას” ჯერაც პასუხი არ გაუცია. სამაგიეროდ პასუხი მივიღეთ მარია ზახაროვასგან

“ყურადღება!
გუშინდელ ჩემს განცხადებას ყაველაშვილის რუსულ ვიზიტზე ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე ს ფედერაციაში.
“ქართულ ოცნებას” ჯერაც პასუხი არ გაუცია.
სამაგიეროდ პასუხი მივიღეთ სგან.🙃
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვერც დაადასტურა და ვერც უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების დღის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად არის მიწვეული.”
მე კი არ გამცენ პასუხი, ზახაროვას უპასუხონ. ჩემი ინფორმაცია დადასტურებულია!
რაც შეეხება გუშინ “საიდან გაქვთ ინფოს” გურუებს, გახარიას და ჩერგოლეიშვილის ფანკლუბს გუშინ ფეხსაცმელებიდან რომ ამოხტით, ახლა მაინც მოდით აზრზე, ძვირფასებო,” – წერს ლევან სანიკიძე საოციალურ ქსელში და აქვე აქვეყნებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. 

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა – ნინო გალუსტაშვილი და ამ საზიზღარი დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ

ნინო დოლიძე – მიდის რეპრესიები, რომ არ ისმოდეს განსხვავებული აზრი და დადუმდეს ქვეყანა, მაგრამ არ არსებობს სიბნელე, რომელსაც არ მოჰყვება სინათლე, ბრძოლას აუცილებლად ექნება შედეგი – ხელისუფლებები იცვლებიან, იმპერიებიც იმსხვრევიან