ლევან სანიკიძე: ეს იყო პროპაგანდისტული შოუ, რომელიც დასრულდა ლოგიკურად – ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობისთვის მიშა 9 წლიანი პატიმრობით უნდა დაესაჯათ. ეს არის და ეს

“დასრულდა “პიჯაკების საქმე”.
ეს იყო პროპაგანდისტული შოუ, რომელიც დასრულდა ლოგიკურად – ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობისთვის მიშა 9 წლიანი პატიმრობით უნდა დაესაჯათ. ეს არის და ეს.
მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ პერიოდში გენერალმა გამოიჩინა ღირსების საუკეთესო მაგალითები. ტყუილად არ აქვს ის ავტორიტეტი, სდსს-ს მოქმედ თანამშრომლებშიც კი.
მთელი ამ დროის განმავლობაში ამ საქმეს -ს მიერ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი ფარცხალაძე კერავდა.
სამაგიეროდ, ქუჩაში ასობით ათასი დოლარის ღირებულების მქონე მანქანებისგან შემდგარი ესკორტით ივლის , რომელმაც შვილი ჩარტერული რეისით გადააფრინა.
ქუჩაში ივლიან ადამიანები, რომლებმაც არათუ საერთაშორისო არენაზე დააბრუნეს საქართველო, არამედ საერთაშორისო იზოლაციაში მოგვაქციეს და მტრისთვის ბოდიშის მოხდა აქვთ განზრახული. ამაში ყოველწლიურად ასობით მილიონი იხარჯება, ხაზს ვუსვამ – ყოველწლიურად.
ასევე ცალკე დიდი სირცხვილია ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის ხარჯების გასაჯაროებაზე არც ერთმა შემდგომმა ხელისუფალმა და თანამდებობის პირმა დაცვის მხარეს არ მისცა თანხმობა.
ერთი რაც ვიცი, ამ ქვეყანაში პირველი რაც გვეჩქარება სამართლიანი სასამართლოს შექმნაა. საქართველო ერთი კაცის ჭკუაზე აღარასდროს მოეწყობა, ბოლო სახადს ვიხდით. – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.
პოლიტიკური დევნა სამუდამოდ უნდა დასრულდეს!”

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება ჰგონია! – ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, დაკავებული გემის, Madleen-ის მგზავრებს, რომელთა შორის გრეტა თუნბერგი და ევროპარლამენტარი რიმა ჰასანიც არიან, 7 ოქტომბრის თავდასხმების ამსხველ ვიდეოჩანაწერს აჩვენებენ