ლევან სანიკიძე: გახარიამ კომისია დაასრულა თუ პირიქით?

“გახარიამ კომისია დაასრულა თუ პირიქით?
სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი “ახალი” ფორმატის პირველი საერთო გადაწყვეტილება რომელიც გამოცხადდა იყო ის, რომ არც ერთი იქ დამსწრე პოლიტიკური ძალა და მათი წარმომადგენელი კომისიაზე არ მივიდოდა, მაგრამ ეგეც ფეხებზე დაიკიდა.🙃
მე საკუთარ თავზე ვერ დავიბრალებ, მაგრამ მაშინდელი ოპოზიციის ბრალია ამას 20 ივნისის პატიების ჩეკი რომ “ამოურტყა”.
არავის გადასაწყვეტი ეგ არ იყო, არ არის და არ იქნება. ამისთვის ვართ მე და ჩემი მეგობრები ამ საქმეში.
ახია წულუკიანი რომ ლაპარაკობს მაკო გომურის თვალზე.
ეს იყო პირველი ანტირუსული აქცია, რომელიც სისხლით დაირბა, ადამიანებმა თვალის ჩინი დაკარგეს და წავიდა რუსული რეჟიმის საძირკვლის სრულფასოვანი ჩასხმა.
ახლა რომ დაბრძანდებიან აქციების დროს მისი პარტიის წევრები, მაინტერესებს – რუსული კანონების დროს, 28 ნოემბრის შემდეგ პარლამენტის შენობასთან შტურმებს ვაწყობდით?
ჩვენს სამშობლოს ვიცავდით – მაშინაც და ახლაც!
უბრალოდ მე არ მინდა ბატონი გიორგი გახარია ბადრი კოჭლამაზაშვილმა და სანქცირებულმა კლანმა ასამართლოს, ფარცხალაძის შეკერილი საქმეები ტენონ და წულუკიანი მოევლინოს თემიდად. არც ევროპარლამენტის რეზოლუციის დაკიდება მინდა ფეხებზე.
აი სამართლიან სასამართლოსთან დანამდვილებით მოუწევს გასაუბრება. სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ, სადაც დამთავრდება პოლიტიკური დევნა.
როგორი სუპერძალოვანი მინისტრიც იყო, როგორც მაშინ ვითომ მართა პროცესი, ზუსტად იმავენაირად თამაშობს ახლაც,” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ