ლევან ჟორჟოლიანი – თავისუფლების მოედანზე დიდი ეკრანებია დამონტაჟებული, ყველას ველოდებით, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს

20:00 საათზე არის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაში ლატვიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე არის დიდი ეკრანები დამონტაჟებული და ყველას ექნება შესაძლებლობა, უგულშემატკივროს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს.
„ყველას, გულშემატკივრებს, ჩვენს მოქალაქეებს ველოდებით 20:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე. ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან