ლეგიტიმაციას პარლამენტს ხალხი აძლევს, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ჩვენს უკან დგას ხალხი

ლეგიტიმაციას პარლამენტს აძლევს ხალხი, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ვინ უნდა იყოს პარლამენტში უმრავლესობაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხალხის სახელით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მალე შეიკრიბება.
„ოპოზიციის მხრიდან პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემის საკითხს რაც შეეხება, ეს ცარიელი სიტყვებია, ვინაიდან ლეგიტიმაციას პარლამენტს აძლევს ხალხი. ხალხმა 26 ოქტომბერს ეს ლეგიტიმაცია მისცა ჩვენს პარლამენტს, მათ შორის მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ვინ უნდა იყოს ამ პარლამენტში უმრავლესობაში. დამაჯერებელი, 54 პროცენტით და მილიონ ას ოცი ათასი ხმით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ჩვენ უკან დგას ხალხი და ხალხის სახელით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მალე შეიკრიბება და შემდეგი ოთხი წელი იქნება ჩვენი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან

არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას