ლაშა ბუღაძე 29 ივნისის აქციაზე: ეს იქნება თავისუფალი ადამიანების დემონსტრაცია

“საქართველო დადექი” – 29 ივნისს, 20:00 საათზე, ხალხი ისევ რუსთაველზე იკრიბება. მწერალი , ერთ-ერთი მათგანია, რომელიც აღნიშნულ აქციას უერთდება.

როგორც მან გადაცემა “პირველ ხაზში“ განაცხადა, “ეს იქნება თავისუფალი ადამიანების აქცია,რათა ქართველმა ერმა ყველა მეგობარს აჩვენოს, რომ ისინი გამოვლენ ბოლომდე.“

მწერალი ამბობს, რომ ეს დემონსტრაცია ყველა იმ ადამიანის სახელით გაიმართება, რომლებიც ციხეში უკანონოდ არიან გამოკეტილნი.