ლაშა ბუღაძე: რომც შედგეს ეს კლოუნადა ხუნტის წევრთან, სხვებთან ერთად აუცილებლად მივალ მაუწყებელთან!

“გავიგე, რომ თითქოს დებატები უნდა იყოს ივანიშვილის ბანდის პროპაგანდისტთან. ნუ გვავიწყდება, რომ პროპაგანდისტია და მასთან კამათს აზრი არ აქვს და ეს შეუძლებელიცაა… ხომ გახსოვთ მისი “დისკუსია” ჟურნალისტებთან, სადაც დიალოგი შეუძლებელი იყო, როცა დემაგოგი მარტო “ზრდილობა, IQ-ს” იმეორებდა?! პროპაგანდისტი ან უნდა გადაჯეგო (!) და არ აცალო ერთი სიტყვის თქმაც კი, ან საერთოდ არ მისცე რეალობის სიმულაციის საშუალება. ვინმე ბ-ნი ჯანელიძე საერთოდ კარგად არც მახსოვს, ვინაა. კარგია, რომ ახლა რუსებს აკრიტიკებს, მაგრამ არ მგონია, რაიმე მხრივ ეფექტური იყოს ივანიშვილის ხუნტის წევრთან! ხოლო თინა ხიდაშელს უბრალოდ დემაგოგიური ბრალდებებისგან მოუწევს თავდაცვა… რომც შედგეს ეს კლოუნადა ხუნტის წევრთან, სხვებთან ერთად აუცილებლად მივალ მაუწყებელთან!
ჯობია არ შედგეს!”, – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე, კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო – არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები

პრეზიდენტი – ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს – მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?