ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ველოდები და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

რა თქმა უნდა, ველოდები და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მიმდინარეობს და მოგვიანებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება.
„ველოდები და იმედი მაქვს, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ძალიან ნათელია, რომ არა მხოლოდ ქართველ ხალხს სურს ძალიან ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლებაც ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს. ეს ძალიან პოზიტიურია და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე“,- განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)