ლატვიამ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა

დღეს, 23 ნოემბერს, ლატვიის სეიმმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას სეიმის პრესსამსახური ავრცელებს. დეპუტატებმა გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ლატვიის სეიმი ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, რომ უკრაინისა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას მათაც დაუჭირონ მხარი.
“ლატვიას აქვს სპეციალური პასუხისმგებლობა, რომ ევროკავშირში მის პარტნიორებს შეახსენოს, თუ როგორი მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გაძლიერება იმ საზოგადოებებისთვის, რომლებიც თავისუფლების, დემოკრატიის, კანონისა და ადამიანების უფლებების გვერდით დგანან. მიუხედავად ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მიმდინარე ჰიბრიდული ოპერაციებისა მოლდოვაში, ამ ქვეყნებმა უდიდესი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ევროკავშირთან დაახლოებულიყვნენ როგორც ღირებულებებით, ისე მმართველობით. სეიმის განცხადება მნიშვნელოვნად გააძლიერებს მესიჯს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისთვის”, – თქვა სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ედმუნდ ჩეპურტმა.
სეიმი სა და მოლდოვას ურჩევს, რომ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება. ამასთან ერთად, მიღებული დოკუმენტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ლატვიის მზაობას, რომ უკრაინასა და მოლდოვას რეფორმების გატარების კუთხით საჭირო მხარდაჭერა გაუწიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა