ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

20 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი დოლარის ღირებულება 2.8136 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.60 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9382 ლარი გახდა.