“ლაპორტა ხავიზე გაბრაზებულია” – ფაბრიციო რომანო დეტალებზე საუბრობს და ესპანელი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელებს ასახელებს

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ შესაძლოა, ხავი დაითხოვოს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის თქმით, ჯერჯერობით ხავის მომავალი გაურკვეველია.
“ალმერიასთან” მატჩის შემდეგ ხავიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსასგან” აქტიურობას დიდად არ უნდა ველოდოთ, რადგან კლუბი რთულ ფინანსურ სიტუაციაშია.
ხავის ამ განცხადებამ “ბლაუგრანას” პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას გაბრაზება გამოიწვია. მხარეები ერთმანეთს მალე შეხვდებიან და ესპანელი სპეციალისტის მომავალიც გადაწყდება.
იმ შემთხვევაში, თუ ლაპორტა ხავის დაითხოვს, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფა მარკესისა და ჰანსი ფლიკის ვარიანტებს განიხილავს”, – წერს ფაბრიციო
რომანო.
შეგახსენებთ, სეზონის მიმდინარეობისას ხავიმ “ბარსელონას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საბოლოოდ წასვლა გადაიფიქრა.