ლანდსბერგისი: მადლობა ვენეციის კომისიას კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, მადლობას უხდის კომისიას კანონის გაუქმების “ძლიერი რეკომენდაციისთვის”.
“როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ”, – წერს ის X-ზე.