ლანა ღოღობერიძე: რჩევა ახალგაზრდებს: მოუსმინე შენ თავს

, კინორეჟისორი, 95 წლის.
„როგორც მამარდაშვილი ამბობდა, ჩვენ „საბჭოურად დაპატარავებულები“ ვართ და მთვლემარე მდგომარეობაში ვიცხოვრეთ მთელი სიცოცხლე. რაღაცნაირად ჩაჯდა ჩვენში ეს „საბჭოურად დაპატარავებულები“. ადამიანი უნდა განთავისუფლდეს და დაამსხვრიოს ყველა ბორკილი, რომელსაც თავის თავში გრძნობს. როდესაც ბოლო ბორკილს დაამსხვრევს და თავისუფლად იგრძნობს თავს, მერე უფრო გაუხარდება არსებობა“.