ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა 28 მარტს ჩაინიშნა

ს დედა თამთა კალანდაძე აცხადებს, რომ გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო სხდომა 28 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
“ვისაც გაინტერესებთ ლაზარეს პროცესის შესახებ…ამ წამს ვესაუბრე ადვოკატს და 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა სასამართლო! თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება, 22 მარტს”, – წერს გრიგორიადისის დედა Facebook-ზე.
გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა 22 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე შვებულებაში გავიდა, რის გამოც პროცესი გადაიდო.