ლაზარე გრიგორიადისის პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა

ს პროცესი 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ლაზარე გრიგორიადისი დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს.
აღნიშნულ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით უნდა წარდგნენ.
„ვისაც გაინტერესებთ ლაზარეს პროცესის შესახებ…ამ წამს ვესაუბრე ადვოკატს და 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა სასამართლო! თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება, 22 მარტს“, – წერს თამთა კალანდაძე სოციალურ ქსელში.
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. მანამდე გრიგორიადისის პროცესის 26 თებერვლამდე გადადების გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ 15 იანვარს მიიღო. მან მორიგი პროცესის ასე გვიან დანიშვნის მიზეზად დატვირთული გრაფიკი დაასახელა.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გადადების ნაბიჯი სინამდვილეში პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად.
ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე მიიჩნევს, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი ლაზარეს დასჯა და იმ ნაბიჯების დროში გაჭიანურებაა, რაც დაცვის მხარემ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში უნდა გადადგას.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და -ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია