კშიშტოფ ბრეიზა: ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველ პატრიოტებს და ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე

ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველ პატრიოტებს და ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ ევროდეპუტატმა კშიშტოფ ბრეიზამ გაფართოების სტრატეგიაზე დებატებისას საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “საქართველოს შეუძლია აირჩიოს ევროპული გზა, ისევე როგორც პოლონეთმა ან ჩეხეთმა გააკეთეს ერთ დროს.“

სამწუხაროდ, მას ასევე შეუძლია გაჰყვეს რუსულ გზას, რომელიც არის მიმართულება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მოძრაობს.

მაგრამ თავისუფლებისკენ მიმავალი ქართული გზა – ევროპელი ქართველი პატრიოტების სურვილი – ვერ დაწყნარდება. ვერც რუსული რუბლით, ვერც რუსული შაშხანით და ვერც რუსული ტანკით, -განაცხადა ბრეიზამ, რომლის კომენტარიც “ევროსკოპმა“ გამოაქვეყნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში: უნგრეთის არჩევნები მაგალითია, რომ ყველაფრის მიუხედავად შეიძლება მოიგო, ამ ველში უნდა შეხვიდე, ოღონდ სწორად – 2028 წელს რომ არჩევნებია, ამაზე დღეიდან უნდა იმუშაო, ბოლო 40 დღე მოსაგებად საკმარისი არ იქნება

გიორგი შარაშიძე: ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე – დიახ, თქვენც მოგეთხოვებათ პასუხი, რატომ გამოვიდა ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან – ყველაფერს დავარქვათ სახელი