კონტინენტთაშორისი გადაზიდვების მსოფლიო ბაზარი 120 მილიარდ დოლარს აჭარბებს – 10 უმსხვილესი მოთამაშე

პანდემიის შემდეგ კონტინენტთაშორისი საზღვაო გადაზიდვები ჩვეულ რითმს და სატაბილურ ზრდას დაუბრუნდა.
2024 წელს კონტინენტთაშორისი გადაზიდვების მსოფლიო ბაზრის ზომამ 120 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, საპროგნოზო გათველებით, სადაც 4 % იანი ზრდაა ჩადებული – 2030 წლისთვის ბაზრის ფინანსური ტევადობა 160 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ძირითად მამოძრავებელ ფაქტორებს შორის, ექპერტები საზღვაო გადაზიდვების და დადებული სავაჭრო ხელშეკრულებების რაოდენობის ზრდას გამოყოფენ.
პროცესების ავტომატიზაცია და დიგიტალიზაცია საკონტეინერო გადაზიდვების ბიზნესის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
საზღვაო ფლოტში დამატებითი ხელშემწყობ ტენდენციას, – სუფთა საწვავის სახეობების გაზრდილი გამოყენება და მკაცრი გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვა წარმოადგენს.
მსოფლიოს რომელი კომპანიები ლიდერობენ კონტინენტთაშორის საკონტენერო გადაზიდვებში, ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ანალიტიკას.
2024 წლის მონაცემებით, საკუთარი საკონტეინერო ფლოტის ტვირთამწეობის (მლნ TEU) მიხედვით, მსოფლიოს ტოპ 10 ტრანსკონტინენტური საკონტეინერო საზღვაო გადამზიდავი კომპანია, რიგითობის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
Mediterranean Shipping Company (MSC), Maersk, CMA CGM, COSCO Shipping Lines, Hapag – Lloyd, Evergreen Marine Corporation, Ocean Network Express (ONE), HMM Co. Ltd., Yang Ming Marine Transport Corporation, ZIM Integrated Shipping Services.
სიას ლიდერობს Mediterranean Shipping Company (MSC) რომელსაც 4.8 მილიონი TEU ს ტვირთამწეობის ფლოტი გააჩნია, რითაც თითქმის 9 ჯერ აჭარბებს მე 10 საფეხურზე მყოფ ZIM Integrated Shipping Services, რომელიც 0.6 მილონი TEU ს ფლოტს მართავს (იხ დიაგრამა).
1. Mediterranean Shipping Company (MSC) – 1970 წელს დაარსებული საკონტეინერო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა.
2024 წლის მდომარეობით, გლობალური საკონტეინერო გადაზიდვების ბაზრის თითქმის 20 % ს იკავებს, რაც ამ ინდუსტრიის ნებისმიერი კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
2024 წელს MSC მ გადაზიდა 24.5 მილიონი TEU.
MSC – 155 ქვეყნის 520 ნავსადგურს და 300 ზე მეტ მარშრუტს ემსახურება.
კომპანიის ფლოტი 850 გემისგან შედგება, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა ორმაგი საწვავის (LNG) გემებითაა აღჭურვილი.
კომპანია სისტემატიურად ახორციელებს ინვესტიციებს – არსებული გემების მოდერნიზაციაში და ახალი ფლოტის შესყიდვაში.
2. Maersk – 1904 წელს დაარსებული ტრანსკონტინენტალური გადაზიდვებით დაკავებული მსოფლიოს ერთ – ერთი უმსხიველესი საკონტეინერო საზღვაო კომპანიაა.
2024 წლის მონაცემებით, Maersk ი ფლობს საკონტეინერო გადაზიდვის გლობალური ბაზრის – 14,6 % ს.
წითელ ზღვაში არასტაბილური სიტუაციის გამო, კომპანიამ დროებით შეცვალა გადაზიდვების ლოგისტიკა და სუეცის არხის ნაცვლად გადაზიდვები აფრიკის შემოვლითი მარშრუტით ჩაანაცვლა.
Maersk ი აქტიურად ანახლებს თავის ფლოტს, ხელს აწერს ახალ კონტრაქტებს ორმაგი საწვავის გემების მშენებლობასა და იჯარაზე.
ფლოტის განახლების პროგრამა დაბალი ემისიის გემების შეკვეთებს მოიცავს, რომლებიც მეთანოლზე და თხევადი ბუნებრივ აირზე მუშაობენ.
3. CMA CGM – მსოფლიოში რიგით მესამე, საკონტეინერო გლობალური ბაზრის 12.5 % იკავებს და უმსხვილეს კონტინენტთაშორის გადამზიდავ კომპანიას წარმოადგენს.
CMA CGM – 623 გემისგან შემდგარი ფლოტით, მსოფლიოში 257 მარშრუტს და 420 ნავსადგურს ემსახურება.
კომპანიის უმსხვილესი 23 000 TEU იანი CMA CGM JACQUES SAADE ტიპის საკონტეინერო გემები, თხევად ბუნებრივ აირზე მუშაობენ.
მეორეხარისხოვანი ნავსადგურების მომსახურებისათვის კომპანია 300 დან 1000 TEU მდე ტევადობის მცირე ფიდერულ გემებს ფლობს.
CMA CGM – აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საკუთარი ფლოტის განახლებასა და მოდერნიზაციაში, ახლო მომავლისთვის კომპანიას გათვალისწინებული აქვს 12 ერთეული ახალი თხევად ბუნებრივ აირზე მომუშავე გემის ექსპლუატაციაში ჩაშვება.
4. COSCO (China Ocean Shipping Company) Shipping Lines – COSCO Group ისა და China Shipping Group ის შერწყმის შედეგად 2016 წელს ჩამოყალიბებულ, მსოფლიოში ერთ – ერთ უდიდეს გადამზიდავ კომპანიას წარმოადგენს.
2023 წლის ბოლოსთვის კომპანია, 116 მილიონი DWT საერთო ტონაჟით, 1417 ერთეულ ყველა ტიპის გემისგან შემდგარ ფლოტს ფლობდა. რაც მას ტონაჟის მიხედვით მსოფლიოს უდიდეს გადამზიდავ კომპანიად აქცევს. კომპანია ფლობს – 504 საკონტეინერო გემისგან შემდგარ ფლოტს.
კომპანია ციფრულ და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს აქტიურად ავითარებს, რაც გლობალურ ბაზარზე კომპანიის პოზიციების განმტკიცებაზე მიუთითებს.
5. Hapag – Lloyd – 287 თანამედროვე საკონტეინერო გემისგან შემდგარ ფლოტს მართავს.
კომპანიას რეფრეჟერატული გადაზიდვების ბაზრის 10 % უკავია. კომპანია 4000 – 6000 TEU დან 19000 TEU ზე მაღალი ტევადობის გემებს ფლობს.
Hapag-Lloyd ი 3.2 მილიონი TEU მოცულობის ფლოტს მართავს, ნაწილს მათ შორის დამატებით ქირაობს.
6. Evergreen Marine Corporation – უმსხვილეს საკონტეინერო გადამზიდავებს შორის, ბაზრის 5.6 % იანი წილით, მსოფლიოში მეექვსე კომპანიას წარმოადგენს.
2024 წლის მონაცემებით, Evergreen ი 200 ზე მეტ გემისგან შემდგარ ფლოტს ფლობს, რომლის ჯამური სიმლავრე 1.7 მილიონი TEU ს შეადგენს.
Evergreen აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საკუთარი ფლოტის განახლებაში. კომპანიამ ემისიის შესამცირებლად და გარემოსდაცვით სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით 2023 წელს, ორმაგი საწვავით (მეთანოლი) 24 ახალი გემი შეუკვეთა.
7. Ocean Network Express (ONE) – სამი იაპონური გადამზიდავი კომპანიის ‘K’ Line, MOL და NYK ის შერწყმის შედეგად, 2017 წელს დაარსებულ, გლობალურ საკონტეინერო გადამზიდავ კომპანიას წარმოადგენს.
ONE – მსოფლიო საკონტეინერო გადაზიდვების ბაზრის 7 % იან წილს ფლობს.
კომპანია 100 ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს გადაზიდვებს, ფლობს სხვადასხვა 1 000 დან 20 000 TEU მდე ტევადობის საკონტეინერო გემებისგან შემდგარ 200 ზე მეტ საკონტეინერო გემს.
8. HMM Co., Ltd. – 1976 წელს დაარსებული მსოფლიოში ერთ – ერთი უდიდესი საკონტეინერო გადამზიდავი კომპანიაა. რომელიც კომტეინერების გარდა ნაყარი და სხვა სპეციალიზებული ტვირთების გადაზიდვებს ახორციელებს.
HMM სი Hanjin Shipping ის გაკოტრების შემდეგ, გლობალურ საკონტეინერო გადაზიდვების ბაზრის მნიშვნელოვან წილს დაეუფლა.
2025 წლისთვის HMM ი, თორმეტი ერთეული, ახალი 13 000 TEU კონტეინერმზიდი გემის დამატებით, გეგმავს 1 მილიონ TEU მდე გაზარდოს საკუთარი ფლოტის სიმძლავრე, რითაც ვარაუდობს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საოპერაციო ეფექტურობას და შეამცირებს საექსპლუატაციო ხარჯებს.
9. Yang Ming Marine Transport Corporation ი – 1972 წელს დაარსებული კომპანია, ერთ – ერთი მთავარი მოთამაშეა კონტეინერების გადაზიდვებსა და ლოჯისტიკაში.
კომპანია THE Alliance ის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ საკონტეინერო გადაზიდვების გლობალური ბაზრის მნიშვნელოვან სეგმენტს აკონტროლებს.
Yang Ming ის ფლოტი 94 საკონტეინერო გემისგან შედგება, რომელთა საერთო სიმძლავრე 700 000 TEU ს შეადგენს. საკუთარი გადაზიდვების მხარდასაჭერად კომპანია ასევე ქირაობს დამატებით გემებს.
10. ZIM Integrated Shipping Services – დაარსდა 1945 წელს და უზრუნველყოფს კონტეინერების გადაზიდვას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას მთელ მსოფლიოში.
იკავებს კონტეინერების გადაზიდვის ბაზრის მნიშვნელოვან წილს, განსაკუთრებით ნიშურ სფეროებში, სადაც კომპანიას აქვს კონკურენტული უპირატესობა.
2024 წლის მდგომარეობით, ZIM ი 150 გემისგან შემდგარ ფლოტს მართავს, მათ შორის 134 საკონტეინერო გემია, ხოლო 16 მანქანების გადამზიდავი.
ფლოტი მოიცავს სხვადასხვა სიმძლავრის გემებს, მათ შორის 15 000 TEU დან 8 000 TEU მდე გემებს, ასევე შედარებით მცირე 5 500 TEU იან გემებს.
წყარო: transcor.ge