“კომპანიები მოლოდინის რეჟიმში გადავიდნენ, აღარ ჩქარობენ ახალი კადრების აყვანას” – მედეა ტაბატაძე

2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4% შეადგინა. თუ საქსტატის მონაცემებს შევხედავთ, 2010 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე 2023 წელს ყველაზე დაბალი იყო. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბაზარზე არსებულ პროცესებს შრომით ბაზარზე გავლენა აუცილებლად ექნება.
საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ადგილობრივი ბიზნესი მოვლენებს აკვირდება და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. მედეა ტაბატაძე ამბობს, რომ გამოცხადებულია ვაკანსიები, თუმცა პროცესი უფრო სიფრთხილეზე დაფუძნებულ მოტივებზეა, რადგან გაჩნდა ფიქრი – ღირს თუ არა საქმიანობის განვითარება.
“კომპანიები მოლოდინის რეჟიმში გადავიდნენ თითქოს, რომ მოდი დაველოდოთ რა მოხდება და მერე მივიღოთ გადაწყვეტილებები. ყველა კომპანიაზე არ ვრცელდება, მაგრამ ეს ტენდენცია არის უკვე. არც თუ ისე ცოტა მაგალითი და გამოცდილება არსებობს ასეთი გადაწყვეტილების.
ბიზნესი ნელა მოქმედებს, არსად არ ეჩქარება. პირობითად შეიძლება ორგანიზაციას ჰქონდეს 10 ვაკანსია, რომლის დედლაინები დროში იწელება, რაც ეს ამბები დაიწყო. ვაკანსიის გამოცხადება არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა კომპანიის მენეჯმენტის მიერ იმიტომ რომ გაიზარდოს და განვითარდეს. თუ ჩემს განვითარებას ზრდას აქვს მთელი რიგი კითხვები, შესაბამისად, მუშახელის დაქირავებასაც არ ჩქარობს ბიზნესი. ელოდება პროცესებს”, – ამბობს საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გამჭვირვალობის კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით – მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი