კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, მათ შორის უმეტესობა ბავშვია

კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანსია მარკესმა, განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობა ბავშვია.
ცნობისთვის, ტერიტორიაზე მეწყერი 13 იანვარს ჩამოწვა. ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მინდინარეობს. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ადამიანი მიწის მასის ქვეშაა მოყოლილი, თუმცა ძლიერი წვიმა სამუშაოებს აფერხებს.