კოლომინა რუსულ კანონზე: ეს არის ნაბიჯი უკან და ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინამ სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას აკრიტიკებს. მისი თქმით NATO შეშფოთებულია, რომ თბილისში პარლამენტმა რუსული კანონის მიღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
“საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, უმთავრესია სწორი ჩარჩოს ქონა და მედიის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ეს კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას” – წერია სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენლის პოსტში.
საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ