კირ სტარმერი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში ჩავიდა, – ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში საუბრისას მან ხაზი გაუსვა აშშ-გაერთიანებული სამეფოს პარტნიორობის მნიშვნელობას.
„ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ თქვენთან, გვინდა მოგესალმოთ ბრიტანეთში. ჩვენ გვინდა ახალი პარტნიორობა, რადგან ჩვენი ისტორია გვიჩვენებს, რომ როდესაც ერთად ვმუშაობთ, დიდებული საქმეები ხდება“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.
მანამდე კი, ჟურნალისტებთან საუბარში, პრემიერმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეთანხმებულად მუშაობს.
კითხვაზე, ენდობა თუ არა პრეზიდენტ ტრამპს იმ ფონზე, რაც ბოლო კვირებში მოხდა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა „დიახ”.
„მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. როგორც მოგეხსენებათ, მე მას შევხვდი, ვესაუბრე მას ტელეფონით და ეს ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის არის განსაკუთრებული ურთიერთობა ხანგრძლივი ისტორიით და მინდა, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
“ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობიანი გამოსავალი. ეს უნდა იყოს ხანგრძლივი მშვიდობა და ეს ჩვენგან ეფექტური უსაფრთხოების გარანტიის განხორციელებას მოითხოვს. ზუსტად რა არის ამის კონფიგურაცია, ზუსტად რა არის მხარდაჭერა, ინტენსიური განხილვის საგანია. მაგრამ იმის მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ მხარდაჭერა ასეთი მნიშვნელოვანია, არის ის, რომ უსაფრთხოების გარანტია საკმარისი უნდა იყოს ხელახალი მოსვლისგან პუტინის შესაკავებლად, რადგან ჩემი შეშფოთება არის, რომ თუკი იქნება ცეცხლის შეწყვეტა მხარდაჭერის გარეშე, ეს უბრალოდ მისცემს მას შესაძლებლობას, მოიცადოს და კვლავ მოვიდეს, რადგან მისი ამბიცია სთან მიმართებაში საკმაოდ აშკარაა იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურიელიძე – ახალი ზოოპარკი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, თუმცა 13 ივნისს საინფორმაციო ტური მოეწყობა – ასევე, ახალი სახეობის ცხოველების ჩამოყვანა იგეგმება: ჟირაფების, ანტილოპების, მარტორქების, ბეჰემოთების, აფრიკული კამეჩების

გიორგი სიორიძე – მალე, შეიძლება, „ფეისბუქი“ გაგვითიშონ – ეს „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ფაზაა, ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების, თუმცა ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს