კიმ ჩენ ირი რუსეთს ეწვევა

სამხრეთ კორეის იონ ჰაპის ახალი ამბების სააგენტომ იაპონური გაზეთის მაინიში შიმბუნის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაზე დაყრდნობით გავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კერძოდ ქალაქ ვლადივოსტოკში იგეგმება რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი დონის შეხვედრა.
ამჟამად ამ საკითხზე საბოლოო კონსულტაციები ტარდება. როიტერსმაც გაავრცელა ცნობა ამ საკითხზე და ციტირება მოუხდინა ვინაობადაუსახელებელ რუს ოფიციალურ პირს, რომელიც ადასტურებს ამ ცნობას და აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი დაჯავშნული სპეც მატარებლით ჩავა ვლადივოსტოკს. კრემლს ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია არც ერთი ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გენერალურ პროკურატურაში გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება – ასევე, ამ საკითხზე არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა