კიდევ უნდა დავიჭიროთ, გარეთ არ უნდა გამოვიდეს – რამიშვილი გრიგორიადისზე გადაცემამდე

POS TV-ს ეთერში “დიდი გადაცემის” დაწყებამდე წამყვანის, შალვა რამიშვილისა და მიწვეული სტუმრის, გოგა ხაინდრავას დიალოგი გაიპარა, რომელშიც პრეზიდენტს ს შეწყალების გამო აკრიტიკებდნენ და ლაზარეს მეორედ დაჭერას განიხილავდნენ.
“კიდევ უნდა დავიჭიროთ, რა, ეგ ტიპი არ უნდა გამოვიდეს გარეთ, რაღაცა უნდა ვქნათ, პრინციპზე თუ არის, რა”. – თქვა რამიშვილმა გაპარულ საუბარში.
საპასუხოდ, ხაინდრავამ თქვა, რომ “მეორედ ვერაფერს იზამდნენ”.
“ნუ, როგორ ახლა, მეორედ ხომ ვერ დაიჭერ?” – თქვა ხაინდრავამ.