კვლავ გაჩნდება მეტი მოთხოვნა ლარზე და მშვიდად შევძლებთ დავიწყოთ დოლარის შეძენა. ყოველთვის ვაკეთებთ ისე, რომ არ დავაწვეთ კურსს. ვფიქრობ, პირობები ძალიან მალე გაჩნდება, როდესაც დავიწყებთ რეზერვის შევსებას

კვლავ გაჩნდება მეტი მოთხოვნა ლარზე და მშვიდად შევძლებთ დავიწყოთ დოლარის შეძენა. ყოველთვის ვაკეთებთ ისე, რომ არ დავაწვეთ კურსს. ვფიქრობ, პირობები ძალიან მალე გაჩნდება, როდესაც დავიწყებთ რეზერვის შევსებას
კვლავ გაჩნდება მეტი მოთხოვნა ლარზე და ჩვენ მშვიდად შევძლებთ, რომ დავიწყოთ დოლარის შეძენა, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის გათვლებით საკმაოდ ბევრი ჭარბი, ემოციური შესყიდვა მოხდა დოლარის, რომელიც, ჩვეულებრივი ბიზნესის წარმოებისთვის კომპანიას და ბაზრის მონაწილეებს არ სჭირდებათ.
„აღარ შევალ ოპოზიციის მოტივაციის განხილვაში. მე შემიძლია ერთადერთი ვთქვა, რომ ისევე, როგორც წელს, თუნდაც აპრილი-მაისის მოვლენების დროს, როდესაც ასევე მოგვიწია ჩვენ, შედარებით მცირე, მაგრამ ჩარევა ბაზარზე და ლარის დასტაბილურება, ხდებოდა სხვადასხვა მცდარი, ტყუილი ინფორმაციის ტირაჟირება. ერთხელ იყო, თითქოს ჩვენი წამყვანი ბანკების აქციების ფასი ვარდებოდა და ბანკები კოტრდებოდა, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება არანაირად სინამდვილეს, ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი საბანკო სისტემა გვაქვს მაღალ კაპიტალიზებული, მაღალი ლიკვიდურობის. შემდეგ იყო საუბარი სხვადასხვა აპოკალიფსურ სცენარზე და განცდა გაჩნდა, რა თქმა უნდა, არაპროგნოზირებადობის. ბაზარი ამაზე რეაგირებს, რეაგირებენ კომპანიები, მცირე ბიზნესი და ჩვენ დროულად რომ არ ჩავრთულიყავით, ეს ნეგატიური მოლოდინები დომინოს ეფექტით გადავიდოდა მოსახლეობაზე. ამას ზოგადად, თეორიაში შესაძლოა მოჰყვეს ლარში არსებული დანაზოგების დოლარში გადაყვანა და ბევრი სხვა ნეგატიური ფაქტორი, რომელიც დაარტყამდა, ზოგადად, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობას და დაარტყამდა ეკონომიკას. ამიტომ, ჩვენი ნაწილობრივ პრევენციული ჩარევა იყო, როდესაც ჩვენ დავინახეთ პირველი ნიშნები, აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე. კომპანიები, ბიზნესი, მოსახლეობა, იზღვევდა თავს წინასაარჩევნოდ და პირველი რეაქცია არის, რომ უცხოურ ვალუტაში გადაიყვანოს დანაზოგი ან შეიძინოს უცხოური ვალუტა ჭარბი რაოდენობით, დავინახეთ ეს და ჯაჭვი გავარღვიეთ.
ახლა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გათვლებით საკმაოდ ბევრი ჭარბი, ემოციური შესყიდვა მოხდა დოლარის, რომელიც, ჩვეულებრივი ბიზნესის წარმოებისთვის კომპანიას და ბაზრის მონაწილეებს არ სჭირდებათ. ამიტომაც ველოდებით, რომ ახლა პირიქით წამოვა პროცესი, დოლარი მიეწოდება ბაზარს, იმიტომ, რომ ლარი არის ჩვენი მთავარი ვალუტა, რომელშიც ხდება გადასახადების გადახდა, ბიზნესის წარმოება, ხელფასების გადახდა. კვლავ გაჩნდება მეტი მოთხოვნა ლარზე და ჩვენ მშვიდად შევძლებთ რომ კვლავ დავიწყოთ დოლარის შეძენა. ამას ყოველთვის ვაკეთებთ ისე, რომ არ დავაწვეთ კურსს, არ დავაწვეთ ბაზარს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პირობები ძალიან მალე გაჩნდება, როდესაც ჩვენ ისევ დავიწყებთ რეზერვის შევსებას. ასე, რომ ამ კუთხით რაიმე სანერვიულო ჩვენ არ გვაქვს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ