ბუნდესლიგის მე-15 ტურში “ბაიერნმა” “შტუტგარტს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მიუნხენელთა მხრიდან დუბლის ავტორი ჰარი კეინი გახდა, ჯამში 20 გოლი მოუგროვდა, რითაც რეკორდი დაამყარა.
ასე სწრაფად გერმანიის ჩემპიონატში 20 გოლი არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია. ამ შედეგის მისაღწევად უვე სილერს 21, ხოლო ერლინგ ჰოლანს 22 მატჩი დასჭირდა.
ჯამში კეინმა ყველა ტურნირზე “ბაიერნის” ფორმა 20 შეხვედრაში მოირგო, სადაც 22 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.