“კეთილშობილი და ჭკვიანი გოგო” – ფოტოები “ტასოს”, ქეთა ორბელაძის ბოლო ზარიდან – Marao

პოპულარული სერიალის, “ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი მთავარ პერსონაჟი, ტასოს როლის შემსრულებელი ქეთა ორბელაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბავშვია. 4 წლის ასაკში მისცეს ეს როლი, დღეს კი მან კლასელებთან ერთად სკოლის ბოლო ზარი დარკა და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის ფოტოებსა და ვიდეოებს ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა. წერენ, რომ “ტასო” მათ ხელში გაიზარდა და უკვე დიდი და წარმატებული გოგოა. როგორც ქეთა რამდენიმე წლის წინ ამბობდა, პროფესიული განათლება სამართლის მიმართულებით სურს მიიღოს და აერთაშორისო სამართალზე, “ჯავახიშვილში” ჩაბარებას აპირებდა.
“ბევრს გასჩენია ასეთი კითხვა. უი, “თეატრალურზე” არ აბარებ? ჩემი პასუხით გაკვირვებული რჩებიან. ისე, ახსნაც არ მაქვს, რატომ არ ვაბარებ. უბრალოდ, არ მინდა და ეს არის… დაინტერესებული ვარ ადამიანებთან, ხალხთან კომუნიკაციით და არაერთი საკითხით… საერთაშორისო სამართალში ბევრი რამ არის გაერთიანებული – იურისტობა, დიპლომატია. მოკლედ, ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ძალიან მიზიდავს და მაინტერესებს”, – ამბობდა მაშინ მსახიობი.
ქეთა ორბელაძე შეიძლება ითქვას, მართაც გაიზარდა აყურებლის ხელში, ეკრანზე. სერიალი რომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ალბათ, გასაკვირი არ ინება:
“მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა… სა­ერ­თოდ კი, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი ერთი ოჯა­ხია. რო­გორც იცით, ბევ­რი შრო­მა სჭირ­დე­ბა თუნ­დაც ერთი პა­ტა­რა ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბას. ამ ყვე­ლაფ­რის უკან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დგას და რამ­დე­ნი წე­ლია იმის­თვის მუ­შა­ობს, რომ მა­ყუ­რებ­ლამ­დე ის პრო­დუქ­ტი მი­ი­ტა­ნოს, რაც მას ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს. ადა­მი­ა­ნე­ბი რომ მხდე­ბი­ან, მე­უბ­ნე­ბი­ან, გუ­შინ ჩემს ტე­ლე­ვი­ზორ­ში იყა­ვი და ასე მგო­ნია, რომ ჩემს სახ­ლში, ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­დე…
ხალ­ხის­თვი­საც დიდი ოჯა­ხი ვართ და ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი რამ არის. ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დეს მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევს და ში­ნა­გა­ნად მაძ­ლი­ე­რებს, თან ამ­დე­ნი ხალ­ხის სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ვგრძნობ.
ჩემი რო­ლის მორ­გე­ბა, გარ­და­სახ­ვა ჩემი თა­ვი­დან სხვა ადა­მი­ან­ში გა­დას­ვლა – ეგ მო­მე­ნატ­რა ძა­ლი­ან… ბევ­რი სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟებს ჩვენ­თან აი­გი­ვებს. ამას, ალ­ბათ, ის გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ დღე და ღამე ტე­ლე­ვი­ზორ­ში გვი­ყუ­რე­ბენ და უკვე კარ­გა­ვენ ზღვარს, რე­ა­ლო­ბა ჰგო­ნი­ათ… ჰგო­ნი­ათ, რომ რა­ღაც ამ­ბავს ადევ­ნე­ბენ თვალს. ჩემ­თვის უკი­თხავთ – ტა­სოს­ნა­ი­რი ხარო? არ ვარ ტა­სოს­ნა­ი­რი. შე­იძ­ლე­ბა ოდ­ნავ რა­ღა­ცით მა­ინც ვგავ­დე, მაგ­რამ მე ქეთა ვარ…” – ამბობდა ქეთა.