კახა კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს მოუწოდებს, მუნიციპალიტეტს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ

თბილისის მერი კახა კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს მოუწოდებს, მუნიციპალიტეტს შესაბამისი პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მისი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ დროის მონაცემებით, კუთვნილი საცხოვრებელი ფართით უკვე 2 500-მდე პირია დაკმაყოფილებული.
„ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას დედაქალაქში წარმოადგენდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული პირების საკითხი. ეს ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა, რომლის მოგვარება ვერავინ მოახერხა. ჩვენ 2017 წელს, წინასაარჩევნოდ დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. საუბარია 3 500-მდე ადამიანზე. ამ მიზნით მართლაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დღეის მდგომარეობით, უკვე 2 500-მდე პირი დავაკმაყოფილეთ. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაცემული აქვთ ბინები, ზოგიერთის ბინა კი მშენებლობის პროცესშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავს მუნიციპალიტეტისთვის, იაქტიურონ და მიაწოდონ მერიას შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რათა აღნიშნული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა