კახა ალადაშვილი: ჩვენ ვართ საქართველო! ამ გამარჯვებას არ ჩაგაშხამებინებთ

“ნაკრების გამარჯვებას არ ჩაგაშხამებინებთ”, – ასე ეხმაურება საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, კახა ალადაშვილი “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახალ დაინიცირებას.

ალადაშვილის თქმით, ინიციატივა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მონიჭებული ბედნიერების, გამარჯვების და სიხარულის გაცამტვერების მცდელობაა.

„სად მივდივართ? სად და ევროპაში! მე, როგორც ნაკრების წევრი ბევრი წლის განმავლობაში, არ გაგიტარებთ ამ ბედნიერების, გამარჯვების და სიხარულის გაცამტვერების მცდელობას.

როცა ამხელა სიხარული მოგვიტანეს გამარჯვებით ჩვენმა ბიჭებმა, ამათ ახლა მოინდომეს გველურად რუსების შემოცურება. არ გამოვა ეგ ამბავი!

ჩვენ ვართ საქართველო! ამ გამარჯვებას არ ჩაგაშხამებინებთ“ ,— ამბობს კახა ალადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.