კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაჯიდ ალ ანსარიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა უპასუხოდ ვერ დარჩება.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, დოჰას არ აქვს კონტაქტი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან ფოკუსირებულია ქვეყნისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის დაცვაზე.

„მოცემული მომენტისთვის, ჩვენ არ გვაქვს კავშირი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან რამდენადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, დაკავებულები ვართ ჩვენი ქვეყნის დაცვით“,- განაცხადა პრესსპიკერმა.

მისი ინფორმაციით, მათზე განახორციელეს 100-ზე მეტი სარაკეტო თავდასხმა და ასევე თავდასხმა დრონებით, თავდასხმის სამიზნე კი რიგ შემთხვევაში გახდა სამოქალაქო და კომერციული ობიექტები. მისივე თქმით, კატარმა მიიღო დამატებითი ზომები და აქვს მჭიდრო კოორდინაცია როგორც აშშ-სთან, ისე გალფის სახელმწიფოებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად