“კარტოფილის მინდორზე” -კალცონამ “სასუოლოსთან” მატჩისთვის სასტარტო თერთმეტეული შეარჩია

სერია A-ს 26-ე ტურში “ნაპოლი” სტუმრად “სასუოლოს” დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდი რეჯო-ემილიაში გუშინ საღამოს ჩაფრინდა და მატჩისათვის სერიოზულად ემზადება.
Areanapoli-ს ცნობით, 27 თებერვალს “მაპეის” სტადიონზე “რეჯანასა” და “ზიუდტიროლის” სერია B-ს შეხვედრა ჩატარდა, მოედანი კარტოფილის მინდორს ჰგავს, ძნელად წარმოსადგენია 24 საათში გაზონი მწყობრში მოიყვანონ და ამან შეიძლება პრობლემა შექმნას, რაც “ნაპოლიმ” უნდა გაითვალისწინოს.
Sky Sport-ი ტრადიციულად თამაშის წინ “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობას გვამცნობს: მერეტი, დი ლორენცო, ესტეგორი, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.
მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.