Relevo-ს ცნობით, “ალ-იტიჰადის” ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენზემა შესაძლოა, “რეალში” დაბრუნდეს, მაგრამ ეს ფეხბურთელის რანგში არ მოხდება.
36 წლის თავდამსხმელი კარიერის დასრულების სავარაუდო თარიღად 2025 წელს განიხილავს და ის უკვე შეუთანხმდა “ბლანკოსის” ხელმძღვანელობას, რომ კლუბის ელჩი გახდება.
შეხსენებისთვის, ბენზემა “რეალის” ფორმას 14 წლის განმავლობაში ირგებდა შემდეგ მან საუდის არაბეთს მიაშურა. მიმდინარე სეზონში მან “ალ-იტიჰადის” რიგებში 10 თამაში ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა.