„კანონის ვერცერთმა მოწინააღმდეგემ ვერ დააკონკრეტა ერთი პუნქტი ამ კანონში“ – იგორ გიორგაძე „რუსულ კანონზე“

უშიშროების ყოფილი მინისტრი, იგორ გიორგაძე SputnikGeorgia-სთან ინტერვიუში აცხადებს:
„საქართველოში არ არის არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ან ჩინეთიდან, ან დან, ინდოეთიდან ან ემირატებიდან. ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არის. ეს მხოლოდ დასავლეთის და დასავლეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება.
ხელისუფლება ამბობს, იყვნენ ისინი [NGO-ები] გამჭვირვალეები, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ვის ვებრძვით. მათ უკან ხომ დასავლური ფული დგას. რა თქმა უნდა, ამერიკელებს არ სურთ, რომ ეს ლეგალური იყოს და იგონებენ ასე ვთქვათ კლიშეებს, რომ ეს რუსული პროექტი, რუსული კანონია და ა.შ. არაფერი საერთო ამ კანონს ამასთან არ აქვს. რაც მთავარია, კანონის ვერცერთმა მოწინააღმდეგემ ვერ დააკონკრეტა ერთი პუნქტი ამ კანონში, თუ რა არის ანტიდემოკრატიული. ვერცერთმა – ვერც სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვერც ევროკავშირმა, ვერც ევროპარლამენტმა“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვფიქრობთ, ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორები ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, როდესაც საქმე ეხება, მათ შორის, ეკონომიკურ კავშირებს – ასევე, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი – დროა, ევროკავშირმა მიიღოს სანქციების ძლიერი პაკეტი, ასევე ველით მკაცრ სასანქციო ზომებს აშშ-სგან და „დიდი შვიდეულისგან“

ირაკლი კობახიძე – გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი