“კანონის ეს ვერსია ვერაგულად მიიღეს – იურიდიული კომიტეტი რუსეთის დუმის ფილიალი”– ეკა ბესელია

“ოცნების” ყოფილი წევრი, , კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს კონსტიტუციისა და პროცედურის დარღვევას უწოდებს.
“ოხანაშვილმა საშინელი, ინკვიზიციური სხდომა ჩაატარა. ისტორიას დარჩება შავი მაგალითი, თუ როგორ გადაიქცა კომიტეტი ს დუმის ფილიალად”, – თქვა მან.
ეს არის კონსტიტუციისა და პროცედურის დარღვევა. ისე დაამატეს, რომ არ გაუვლია განხილვა, კომიტეტი, არ მომხდარა დისკუსია და სამი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თან ეს არ არის მხოლოდ მუხლობრივი განხილვა, ეს მათ შორის, პრინციპულ საკითხსაც ეხება. ფიზიკურ პირს შეეხება თუ არა, ეს პრინციპული საკითხია. ეს არის უხეში დარღვევა კანონის მიღების წესის. ვენეციის კომისიას გაუგზავნეს სხვა ვერსია. ევროპის საბჭოს ოფისი, რომელიც უგზავნის ვენეციის კომისიას ამ დოკუმენტს, უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან უნდა გაიგზავნო ის ვერსია, რომელიც ახლა ასე ვერაგულად მიიღეს და ამაზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს”, – ამბობს ბესელია.
„ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი საბა ბრაჭველი იტყობინება.
მე-8 მუხლის, მესამე პუნქტში ვკითხულობთ, რომ:
· „მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა). ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია”, – წერია მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციაში.
პარლამენტის ვებგვერდზე II მოსმენის გრაფაში ატვირთულ პროექტში კი წერია მხოლოდ ის, რომ:
· „მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის
· სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად
· მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი”.