კალცონა: სულელი არ ვარ, ოსიმენის და კვარაცხელიას გარეშე დავრჩე

სერია A-ს 26-ე ტურში, სტუმრად „სასუოლოსთან“ მოგებულ მატჩში (6:1) „ნაპოლის“ გარემარბმა მ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ DAZN-თან გააკეთა:
“ოსიმენი თავის დონეს უბრუნდება. მას აფრიკის თასზე ასპარეზობის გამო სირთულეები ჰქონდა. დაბრუნდა და ნელ-ნელა ბრუნდება მწვერვალზე. იგივეს ვიტყვი “კვარაზე”, რომელმაც რთული პერიოდი გადაიტანა და დღეს დაამტკიცა, რაც შეუძლია. დაიბრუნა თუ არა სულიერი სიმშვიდე? ამაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. ამ ბიჭებმა დამარწმუნეს და ეს გამ
არჯვება ჩემთვის მოულოდნელობა არ იყო. გუნდი ვარჯიშებზე თავს არ ზოგავდა და ვხედავდი, როგორ იზრდებოდა ინტენსივობა. კიდევ ცოტა დრო გვჭირდება, კარგი წინათგრძნობა მაქვს.
ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა? რთული კალენდარი გვაქვს, მატჩიდან მატჩამდე უნდა წავიწიოთ წინ. შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი გამარჯვება მოვიპოვოთ და სეზონის ბოლოს ვნახავთ, სად აღმოვჩნდებით..
კვარაცხელია და ოსიმენი? სხვადასხვა მიზეზების გამო პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ და მათ შორის არავითარ კონფლიქტს არ ჰქონია ადგილი. სულელი კი არ ვარ, ასეთი დონის ფეხბურთელების გარეშე დავიტოვო თავი, მაგრამ თუ ვხედავ, რომ ინტენსივობა იკარგება, მოედანზე ისინი შემყავს, ვისაც მეტი ძალისხმევის გაღება შეუძლია”.