კალაძე: უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები დანაშაულად აცხადებენ აღმშენებლობას, თუმცა …

კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, რაც, რასაკვირველია, ყველას გვახარებს, თუმცა ალბათ სწორი ვიქნებოდი, თუ ვიტყოდი, რომ ყველას უნდა გვახარებდეს, ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება, რაც ამ პერიოდში თან სდევდა წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სხვა არაფერია, თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქის და თანამოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ განაცხადა.
კალაძის თქმით, დედაქალაქში მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რაც არაკეთილმოსურნეებს არ მოსწონთ.
„2017 წელს გავხდი დედაქალაქის მერი და მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება კარგად ხედავს, რამდენი რამე კეთდებოდა. ყოველთვის არის მანიპულაციები, სპეკულაციები, თუნდაც იმ პროექტებთან რასაც სამშენებლო და დეველოპერული სექტორი აკეთებს, დააკვირდით, როგორი აგრესიაა. ეს უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ აღმშენებლობას, მშენებლობას. ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. თუმცა, ძალიან ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის წინსვლა, განვითარება, აღმშენებლობა, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ პროცესს“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კრამიტდაცურებულ ნაცაქტივისტთა საყურადღებოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენს პოლიციას “კამიტი” არასდროს ჰქონია არსენალში; ვისაც მაინც არ სჯერა, “არაბიზაციის” ანდა “ჩელიაბინსკიზაციის” თემაზე გადაერთოს

გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ შსს-ს შეძენილი აქვს ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში და ეს ნივთიერება მოწოდებული იყო ისრაელის მხრიდან – გამოდის, რომ “ბიბისი” ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში

არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტული ლობისტური კომპანიიდან