“კალანდა 2024“ – სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში კალანდის დღესასწაული აღნიშნეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში კალანდის დღესასწაული აღნიშნეს. “კალანდა 2024“ კალანდობისთვის დამახასიათებელი ისეთი უძველესი ტრადიციებით აღნიშნეს, როგორებიცაა აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი.
ამასთან, ადგილზე გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები და მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. ღონისძიება გალაკონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერავის მივცემთ სიძულვილის კამპანიების დაფინანსების საშუალებას, არ შეიძლება, ვიღაცამ გარედან თავს მოგვახვიოს სიძულვილი საზოგადოებაში, პირიქით, ჩვენ გვჭირდება ქართული საზოგადოების გაერთიანება

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს