იცხადებთ მხარდაჭერას და ამას კონკრეტული საფუძვლები გააჩნია – მამუკა მდინარაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას

გიცხადებთ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერას კონკრეტული საფუძვლები გააჩნია. ვიდრე ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვიდოდით ბევრი პატარ-პატარა ბრძოლა გადავიტანეთ და საერთო ჯამში ჩვენ გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც მშვიდობით უნდა მოვიგოთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის ეს იყო რეფერენდუმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გარე ინტერესებს შორის. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა ეროვნულმა ინტერესებმა.
„მაგრამ ეს ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან ეს ომი გრძელდება. არავის ჩაუქნევია ხელი იმაზე, რომ გარე ინტერესები იყოს მძლავრად წარმოდგენილი ამ ქვეყანაში. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ომში საბოლოოდ გამარჯვებას ვერ მივაღწევთ თუ ოდნავ მაინც მოვდუნდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, გარე ძალების წარმომადგენლებისთვის აფხაზი და ოსი მტერია და ეროვნული საქმე რუსულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა